ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი:  ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება
14 ნოემბერი, 2018, 15:23
ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი:  ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება

თბილისი (GBC)- ევროკავშირი აღიარებს საქართველოს შედეგებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რაც კორუფციის აღქმის ინდექსებში საქართველოსთვის კარგ რეიტინგს უზრუნველყოფს რეგიონალურ დონეზე, - ციტირებს IPN საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტს,  რომელსაც დღეს ევროპარლამენტი პლენარულ სესიაზე კენჭს უყრის.

ამავდროულად ანგარიშში აღნიშნულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება. დადებითად შეფასებულია საქართველოს მიერ ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელება. ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისგან და განცალკევებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურისგან. ნათქვამია, რომ კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და კორუფციის მაღალი დონის საქმეების გამოძიების გამოცდილებას. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად არის მიჩნეული თანამშრომლობის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა.

სამართალდამცველების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოძიებასა და დევნის კუთხით ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც განცალკევებული იქნება პროკურატურის უფლებამოსილებისგან. ანგარიში ასევე მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნას სამართალდამცველების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ანგარიშში ასევე გამოხატულია შეშფოთება საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებზე თურქეთის მიერ ზეწოლის განხორციელებაზე, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, როგორიც არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ანგარიშით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სასამართლო პროცედურების ევროპული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად განხორციელება. ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს აღუდგნენ ზეწოლას, კერძოდ თურქეთისგან.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ზომა უნდა იქნეს მიღებული სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, მათ შორის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით. ასევე გაკეთებულია მოწოდება შს სამინისტროს, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობაზე დემოკრატიული ზედამხედველობა მოხდეს.

ასევე შეშფოთებით აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ მიიღო ახალი კანონმდებლობა ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, რომ შეთავაზებული რეფორმა შემდგომში ზღუდავს წვდომას ამ სფეროში. ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყოს ეფექტური წვდომა ინფორმაციაზე და ახსენებს, რომ ეს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებაა.

ანგარიში ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, განიხილოს ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიზანია ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის რეფორმირება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები