ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ალაფიშვილი: პრემიერის განცხადება საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია
19 ნოემბერი, 2018, 12:17
ალაფიშვილი: პრემიერის განცხადება საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია
თბილისი (GBC) - თავისი ფულია, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს (ივანიშვილს), მაგრამ ძალიან ძვირი უჯდება, - იურისტი ლევან ალაფიშვილი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ვალების განულების შესახებ პრემიერის განცხადება, საარჩევნო კოდექსთან წინააღმდეგობაშია. 

"ეს ქმედება აუცილებლად სადაო გახდება და აუდიტის სამსახურმა პასუხისმგებლობით უნდა შეისწავლოს, იმიტომ რომ არც უცხოელი და არც ადგილობრივი დამკვირვებლები, ამას ასე ადვილად არ გაატარებენ. მითუმეტეს, როცა ინიციატივას პრემიერ-მინისტრი ახმოვანებს საჯაროდ, საარჩევნო პერიოდში. ამას აგიტაციის ნიშნები აქვს, თან შემოწირულობის სახით და შემოწირულობა როგორ შეიძლება იყოს 1,5 მილიარდი ლარის. აუდიტის სამსახურმა უნდა ივაჟკაცოს", - განაცხადა ალაფიშვილმა. 

მისი თქმით, თეორიულად შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ფონდი "ქართუ" ბანკებს ესაუბრა და ვალები დაფარა, მაგრამ "შენ ვინ ხარ, პრემიერი? რატომ ახმოვანებ ამას? და რატომ იყენებ ახლა“. 

ალაფიშვილის შეფასებით, ერთადერთი შვება ისაა, რომ სრულად ბიუჯეტიდან არ დაიფარება ეს ფული, თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ეს გადაწყვეტილება "ძალიან ცუდად დაუბრუნდება" . 


ექსპერტი პრობლემას ხედავს თავად ვალების განულების მექანიზმშიც. მისი თქმით, ამ ფულის ბაზარზე მოხვედრა საფინანსო სექტორში პრობლემებს გამოიწვევს. 

"ამ რაოდენობის თანხა ბაზარზე რომ გავა უცებ, ისიც ხომ დათვლილი უნდა იყოს. მილიარდ ნახევარი ორ კვირაში აღმოჩნდება ბრუნვაში. ალბათ ბანკებს ეტყვის ეროვნული ბანკი, რომ არ დახარჯოთო", - განაცხადა ალაფიშვილმა. 

მისივე შეფასებით, ვალების განულების ინიციატივა, პასუხისმგებლობას კლავს. "მე რა დავაშავე, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ კრედიტი, იჭირვებენ და პატიოსნად ფარავენ. ხვალ რომ მე გამიჭირდეს, ხომ მივადგები ფონდ "ქართუს" და ვერც მეტყვის უარს. რას მიპასუხებს?!- ახლა არჩევნები არ არის და ამიტომ ვერ გადაგიხდითო? "ქართუ" ამ გადაწყვეტილებით ფაქტიურად დამთავრდა, როგორც ორგანიზაცია", - განაცხადა ალაფიშვილმა.
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები