| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 600 000-ი ადამიანის 1.5 მილიარდის დავალიანებას სრულად ყიდულობს ფონდი "ქართუ" , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის როლი აქ იყო მხოლოდ საკითხის გადაჭრის გზების ძიებაში, საკითხის გადაჭრის ტვირთი კი, სრულად იკისრა ფონდმა "ქართუმ".
მაჭავარიანი ამბობს, რომ რთული იყო ათეულობით ფინანსური ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან თავმოყრა და შეთანხმების მიღწევა.
"მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს- ტრანზაქცია და ქართუსთვის ეს იყო სოციალური აქტი", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის მესამედი გამოთიშული იყო ეკონომიკურ ცხოვრებისგან, არანერი მოტივაცია არ ჰქონდათ, რომ მოეძებმათ სამსახური რადგან მათ თავზე "დამოკლეს მახვილივით" ეკიდა ვალი, მათ ხელს უშლიდათ ჩართულიყვნენ ეკონომიკურ აქტივობაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss