ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქართული ოცნება: განახლებული აბასთუმანი - საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდება
20 ნოემბერი, 2018, 10:40
ქართული ოცნება: განახლებული აბასთუმანი - საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდება

თბილისი (GBC) - განახლებული აბასთუმანი - საქართველოს ახალი სავიზიტო ბარათი გახდება- გეგმაზე მმართველი გუნდი აცხადებს. 

პარტია "ქართული ოცნებაში" აღნიშნავენ, რომ ეს მეტად მასშტაბური და ამბიციური პროექტია და გულისხმობს აბასთუმნის სრულად რეაბილიტაციასა და განახლებას. პროექტი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

კერძოდ,  დაგეგმილია უმაღლესი კლასისა და საერთაშორისო სტანდარტების - Autograph Collection-ის 5 ვარსკვლავიანისასტუმროს მშენებლობა. 

პარალელურად, მიმდინარეობს აბასთუმნის ისტორიული ობსერვატორიისა და საბაგირო გზის რეაბილიტაციაც, ასევე 18 ისტორიული შენობის განახლება, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

ამას გარდა, შენდება ახალი პოლიკლინიკა და სარეაბილიტაციო ცენტრი პაციენტებისთვის. 

ამასთან, აბასთუმანი გახდება პირველი ქალაქი სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხოლოდ ეკოტრანსპორტი იმოძრავებს, რაც მიზნად ისახავს უნიკალური მიკროკლიმატის შენარჩუნებას და ურბანული სიმყუდროვის დაცვას.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები