ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააკაშვილი: ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით
20 ნოემბერი, 2018, 22:57
სააკაშვილი:   ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით

თბილისი 0GBC() -როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით, არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც გრიგოლ ვაშაძე გახდება პრეზიდენტი და ის აუცილებლად გახდება, მას შემდეგ, რაც სასამართლო სისტემა გამოვა ბიძინა ივანიშვილისდაქვემდებარებიდან, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის არასამთავრობო სექტორის მიერ პროკურორის შერჩევა. უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეების შეყვანა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ უცხოელ მოსამართლეებთან ესენი პროცესებს აგებენ. მაგალითად, ივანიშვილის მთავარმა პარტნიორმა რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემთან წააგო პროცესი, ასევე, წააგო პროცესი. წააგო პროცესი ინგლისში, ინგლისის სასამართლომ დაადასტურა, რომ მან პატარკაციშვილის ქონება მიითვისა. როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუხდება იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით, არ გადაიხადა მის კუთვნილ ბიტკოინების ქარხანაში ელექტროენერგიის მოხმარების სახით, არ გადაიხადა ერთ ლარად მითვისებულ უზარმაზარ სახელმწიფო ქონებაში. ეს მეტი თანხაა, ვიდრე ის მილიარდნახევარი, რომელსაც საზოგადოებას ვითომ დაჰპირდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები