| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ინტერნეტ თავსახმები შემცირდა.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ ცნობით, ივნის-სექტემბრის მონაცემებით, საქართველო 20-ეულს მიღმაა.
კერძოდ, ყველაზე მეტი თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების მაჩვენებელი 20.4%-მდე შემცირდა, მეორე კვარტალში არსებული 23.87%-იდან (მე -18 ადგილი,) 2018 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 31.40% (მე -14 ადგილი) იყო.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ოცეულში აღმოჩნდა სომხეთი (მე-5-ე ადგილი). სადაც მავნებელი ვირუსით დასნებოვნების მცდელობა განიცადა მომხმარებელთა 29,16%. ხოლო აზერბაიჯანმა 26,67 % მაჩვენებლით დაიკავა მე-8-ე ადგილი.
საშუალოდ, მესამე კვარტალში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 18.82% -მა ერთხელ მაინც განიცადა Malware კლასის მავნე ვებ-გვერდის თავდასხმა, ხოლო აპრილ-ივნისში ეს მაჩვენებელი 19.59 % გახდა.
"მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა საშიშროებას დაქვემდებარებული მომხმარებლების წილი, ეს მაჩვენებელი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება მსოფლიოს საშუალო მონაცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები უნდა იყვნენ ფხიზლად განსაკუთრებით არაოფიციალური წყაროებისგან ინფორმაციის გადმოტვირთვისას და ყურადღება გაამახვილონ ინტერნეტ სივრცეში სხვადასხვა საიტებზე შესვლისას. ასევე, ინტერნეტში სათანადო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდირებულია საიმედო ანტივირუსული ვებ-დაცვითი ფუნქციის მქონე გადაწყვეტილების გამოყენება", - აღნიშნავს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss