ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რატომ ვერ იზიდავს ქობულეთის  თავისუფალი ტურისტული ზონა  ინვესტორებს
21 ნოემბერი, 2018, 13:55
რატომ ვერ იზიდავს ქობულეთის  თავისუფალი ტურისტული ზონა  ინვესტორებს

თბილისი (GBC) - რატომ ვერ იზიდავს ქობულეთის  თავისუფალი ტურისტული ზონა  ინვესტორებს, - აჭარის მთავრობა კითხვაზე პასუხის მიღებას კვლევით გეგმავს.

ამ კვლევამ უნდა აჩვენოს რა ხარვეზებია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების შესახებ“ კანონში და რატომ არ აინტერესებს ბიზნესს ფულის ჩადება იქ, სადაც მათ  მნიშვნელოვანი შეღავათები ექნებათ და არც გზებსა თუ კომუნიკაციების გაყვანაზე დახარჯავენ სახსრებს.

მიზეზები შეიძლება ბევრგან ვეძებოთ, მაგრამ ის საბოლოოდ კონკრეტულა ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს, - ამბობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეთორნიკე კუჭავა და სავარაუდოდ მიზეზებსაც ასახელებს, ზონის დატვირთულობის პრობლემა და ბიზნესთან კომუნიკაციის შესაძლო ნაკლებობა.

„პირველ რიგში, ანალიზია გასაკეთებელი. შემდეფ შევიმუშავებთ ახალ გეგმავს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებების გაკეთებას, არამედ საკანონმდებლო ცვლილებებსაც. ფაქტია ამ კანონმა ვერ იმუშავა და ბიზნესს უნდა ვკითხოთ რატომ არ დაინტერესდა“, - ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

თორნიკე კუჭავა აქცენტს  ქობულეთის და მასთან ერთად, ზონის სეზონურობაზე აკეთებს. აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზღვის კურორტად პოზიციონირება სასტუმროების 4 სეზონზე დატვირთვას ვერ უზრუნველყოფს, რაც ინვესტორთა დაინტერესებას წონის.

„უნდა გაჩნდეს ისეთი მიმართულებები, რომელიც ტურისტულ ობიექტებს დატვირთავს არასეზონზეც და ამ კუთხით არის დიდი სამუშაო“, - ამბობს თორნიკე კუჭავა და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით კანონში გარკვეული ცვლილება შევიდა, მაგალითად, სასტუმროს საქმიანობის თავსებადობას დაემატა სამორინე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონაში გახსნილ სასტუმროს უფლება აქვს სამორინეც გახსნას და აზარტული თამაშების მოყვარულები არასეზონზეც მიიღოს.

ახალ სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება კომუნიკაციის გაძლიერებაა.

„საკმაოდ დიდია ამ ზონებში  შეღავათები, რასაც ემატება ის, რომ ინფრასტრუქტურის  მოწყობას უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისურფლება.  წესით, ყველა პირობაა, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი იყოს იქ  ბიზნეს -საქმიანოს დაწყება. შეიძლება კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.  ამიტომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო პოტენციურ ინვესტორებთან. საჭიროა საინვესტიციო შეთავაზებების გაკეთება და  ძირითადი პრობლემის გადაჭრა, რაც ტურისტულ ობიექტებს დატვირთავს არასეზონზეც“, - ამბობს კუჭავა და ამ მიმართულებით ტურისტული სექტორის დივერისფიცირების აუცილებლობაზე აღნიშნავს.

ქობულეთის ტურისტულ ზონაში რამდენიმე გაჟღერებული პროექტი შეჩერებულია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები