ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბანკების ასოციაცია სესხების განულების პირობას განმარტავს
21 ნოემბერი, 2018, 15:02
ბანკების ასოციაცია სესხების განულების პირობას განმარტავს

საქართველოს ბანკების ასოციაციაში ვალების განულების საკითხზე განმარტებას აკეთებენ.

ასოციაციის ცნობით, საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის დასრულდა წინასწარი მოლაპარაკება ვადაგადაცილებული სასესხო პორტფელის ნაწილის გაყიდვასთან დაკავშირებით. პორტფელი ძირითადად იმ მცირე მოცულობითი საკრედიტო ვალდებულებებისაგან შედგება, რომლებზეც ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ იანვრამდე და რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს:

2018 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით უწყვეტად ვადაგადაცილებულია;

საკრედიტო ვალდებულების ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს;

არ არის უზრუნველყოფილი ან უზრუნველყოფილია თავდებობით ან მოძრავი ქონებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი პირების ბაზაში რეგისტრირებულ მოვალეთა შემთხვევაში:

 საკრედიტო ვალდებულებებს, რომელთა ნარჩენი ძირი თანხა არ აღემატება 2 000 (ორი ათასი) ლარს, ვადაგადაცილება წარმოიშვა 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე და არ არის აღმოფხვრილი 2018 წლის 19 ნოემბრამდე”, – აღნიშნულია განმარტებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესაბამისად ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულებების საბოლოო სიების განსაზღვრა მიმდინარეობს და დასრულდება 2018 წლის 3 დეკემბერს.

ასოციაციაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  კომერციულ ბანკებსა და ფონდ „ქართუს“ შორის გარიგება ერთჯერად ხასიათს ატარებს და მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად შეამცირებს დავალიანების მოცულობას სამომხმარებლო სექტორში.

"საფინანსო სექტორი მოუწოდებს მომხმარებლებს ფინანსური ვალდებულების აღებისას პასუხისმგებლობით მოეკიდონ კრედიტის მომსახურების პირობების შესრულებას”, – აღნიშნულია განმარტებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები