| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია China Road and Bridge Corporation ააშენებს.
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
უბისა-შორაპანის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 901 973 206.57 ლარია. პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის დეკემბრამდეა განსაზღვრული.
კომპანია „China Road and Bridge Corporation“ 1979 წელს დაფუძნდა. კომპანიამ ბოლო 10 წელიწადში ააშენა 200-ზე მეტი გზა, რომელთა ჯამური სიგრძე 10 000 კმ-ზე მეტია; 100-კმ-ზე მეტი სიგრძის მქონე 40 მასშტაბური და რთული კონსტრუქციის ხიდი; 6 დიდი და რთული კონსტრუქციის გვირაბი, რომელთა ჯამური სიგრძე 30 კმ-ს აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss