ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს რკინიგზა ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს
24 ნოემბერი, 2018, 22:25
 საქართველოს რკინიგზა ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს

თბილისი (GBC)- საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას, მომავალი წლიდან 50%-იანი შეღავათით კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს.

კომპანიის ცნობით,  შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს; ასევე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის,  მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ვეტერანებს დღეს,14:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლები გააცნობენ“, – აცხადებენ სს „საქართველოს რკინიგზაში“.

 პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018 წლის ბოლომდე გამოსცემს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები