| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ჯერ-ჯერობით ვგეგმავთ „საქართველოს ფოსტის“ პრივატიზებას, სხვა სახელმწიფო კომპანიებზე საკითხი არის განხილვის პროცესში“, - ეკონომიკის მინისტრი სახელმწიფო კომპანიების გასხვისებაზე განმარტებას აკეთებს.
მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის ერთ-ერთი დიდი პრიორიტეტია სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ამაღლება და პრივატიზაცია ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი ბერკეტია.
გიორგი ქობულია „საქართველოს რკინიგზაში“ დაგეგმილ ნაბიჯებსაც განმარტავს.
მინისტრის თქმით, პირველ ეტაპზე საუბარია, მოძრავი შემადგენლობების მეტი კერძო ოპერატორის დაშვება მოხდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რომელიც სრულად „საქართველოს რკინიგზას“ ეკუთვნის.
„ეს არის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა“, - ამბობს ქობულია.
მისი თქმით, ასევე უნდა მოხდეს სს „საქართველოს რკინიგზის“ რეორგანიზაცია, რასაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს. კერძოდ, უნდა გაიმიჯნოს ორი კომპანია რკინიგზის შიგნით - რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და მოძრავი შემდგენლობების ოპერატორი.
„ყველაფერი ეს გვგონია, რომ მოგვცემს საშუალებას რკინიგზის ეფექტიანობამ აიწიოს, რაც მოგვცემს საშუალებას მოვიზიდოთ მეტი ტვირთი რკინიგზაზე და შევიტანოთ დიდი წვლილი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში“, - ამბობს გიორგი ქობულია.
მისი თქმით, რკინიგზის წილის გასხვისებაზე ჯერ საუბარი არ მიდის. ასეთივეა დამოკიდებულება „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიმართ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss