| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ძალიან მნიშვნელოვანია როცა ასეთი ტიპის ორგანიზაცია ქართულ კომპანიებს ზოგადად აფასებს და ეს შეფასება პოზიტიურია , - ასე ეხმაურება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით კიკვიძე Fitch Ratings-ის მიერ "საქართველოს რკინიგზის" რეიტინგის პროგნოზის გაზრდას.
კიკვიძე მიიჩნევს, რომ Fitch-ის შეფასება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, სტატუსის აღიარების თვალსაზრისით, ასევე თვითონ კომპანიისთვის.
"უახლოესი ორი-სამი წლის საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესება უფრო მეტი ინვესტორის მოზიდვის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც როგორც ქვეყნისთვის ასევე თავად „საქართველოს რკინიგზის“ განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საწინდარია,“ - აცხადებს ექსპერტი.
Fitch Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო მაჩვენებელი “B+” დონით განსაზღვრა, პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურადმდე გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო რამდენიმე ხნის წინ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის ზრდით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss