ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით, ზესტაფონში განახლებული სკვერი გაიხსნა
27 ნოემბერი, 2018, 21:25
ჯორჯიან მანგანეზის ინიციატივით, ზესტაფონში განახლებული სკვერი გაიხსნა

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გარე პერიმეტრზე, გიორგი ნიკოლაძის სახელობის განახლებული სკვერი გაიხსნა.

სკვერის გახსნას, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე და მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე დაესწრნენ.

სკვერში რეკრეაციული ზონა შეიქმნა – ტერიტორია გაიწმინდა, დაირგო მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი ზონები, დამონტაჟდა სარწყავი და განათების სისტემები, სკვერის ტერიტორიაზე შესრულდა ნაგებობების შელესვისა და გადახურვის სამუშაოები, ასევე, გზის საფარის და სკვერის მოწყობა-მოწესრიგების სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა კომპანიამ ზესტაფონელებს ასეთი კარგი საჩუქარი გაუკეთა. ჩვენთვის გარემოს დაცვასა და მის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პროექტები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დაარსება უკავშირდება. გვიხარია, რომ ამ ისტორიას ვინარჩუნებთ, ზესტაფონელებს გიორგი ნიკოლაძის სახელი ყოველთვის ემახსოვრებათ,“ – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები