| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC)- საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს.
დაძაბული, 2 ტურიანი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგით, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებზე მისულთა ხმების 59.56% მიიღო. გრიგოლ ვაშაძემ - 44.44%.
ცესკოს მონაცემებით ხმების 99.7% უკვე დათვლილია.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ - 64,06 %-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. ასევე ავღანეთში საქართველოს მისიის მონაწილეებმაც.
"დღეს ჩემს ქვეყანაში გაკეთდა პრინციპული არჩევანი. ამ არჩევანს დღევანდელი და ხვალინდელი საქართველოსთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ერთად ვთქვით საბოლოო და მტკიცე უარი წარსულზე, იმაზე, რაც ყველაზე მეტად შეაფერხებდა ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას, წინსვლას და გათავისუფლებას“, - განაცხადა მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა.
ოპოზიცია არჩევნებს სამარცხვინოს უწოდებს, აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველთა დაშინებას და მოსყიდვას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში ხმა სულ 1,975,845-მა ადამიანმა მისცა, ეს ამომრჩეველთა 56.2%-ია. არჩევნების პირველ ტურში აქტივობა სულ 46% იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss