| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სალომე ზურაბიშვილმა საარჩევო კამპანიის დასაფინანსებლად 9.88 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო. მათ შორის 4.5 მლნ მეორე ტურისთვის.
აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციით, 1 აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შეწირულობა 699-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა განახორციელა, მათ შორის მრავლად არიან პირები, რომლებმაც აქციის ფარგლებში ზურაბიშვილს 30 თეთრი შესწირეს. ამასთან, შეწირულობა 15-მა კომპანიამ განახორციელა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, პირველ ტურში, 1 აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ გაწეულმა ხარჯმა ჯამში 13,839,319 ლარი შეადგინა.
ყველაზე მეტი ხარჯი - 6,351,949 ლარი სალომე ზურაბიშვილმა გასწია, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 1,133,536 ლარის ხარჯი უფიქსირდება, ხოლო „ევროპულმა საქართველომ“ 1,026,784 ლარი დახარჯა.
რა დაჯდა გამარჯვებული კანდიდატის საარჩევნო კამპანია (დეტალური ხარჯები, არაფულადი შეწირულობა) მოგვიანებით გახდება ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss