ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება
1 დეკემბერი, 2018, 17:24
სესხების პატიების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება

თბილისი (GBC) - მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირემისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით.

"ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე",-განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მათ აქვთ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები