| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მეტალურგიის დარგში შექმნილ მდგომარეობაზე პარლამენტში 16 საათზე იმსჯელებენ.
საკითხის სასწრაფოდ განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსთავის ფოლადის გაჩერებაზე.
ჯერ კიდევ გუშინ სააგენტო BM -მა დაწერა, რომ ქარხანაში ერთი ღუმელის მომავალ კვირას გაჩერდება, 15 იანვრიდან კი, საწარმო საქმიანობას შეწყვეტს, რითაც სამუშაო ადგილს 2000 ადამიანი დაკარგავს.
ქარხნის გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფება და კომპანიაში ამ დრომდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განმარტება.
რუსთავის ფოლადი ირანული იმპორტის მხრიდან დემპინგურ ფასებზე ჩივის. კომპანიას პრობლემა შეუქმნა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფოლადის პოლიტიკამაც. ტრამპმა იმპორტულ ფოლადზე 25%-იანი გადასახადი შემოიღო, რამაც საერთაშორისო ბაზარზე ვითარება მკვეთრად შეცვლა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss