ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრომოუტერებს  ბლექ სი არენაზე  თანამშრომლობის ახალი სქემა გააცნეს
7 დეკემბერი, 2018, 15:46
პრომოუტერებს  ბლექ სი არენაზე  თანამშრომლობის ახალი სქემა გააცნეს

თბილისი (GBC) - სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2019 წელს პრომოუტერებს თანამშრომლობის ახალ სქემას სთავაზობს.

ახალი სქემის მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა და თანაბარი შესაძლებლობები.

აღნიშნული სქემის პირობები „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობამ საქართველოში მომუშავე პრომოუტერებს გააცნო. შეხვედრას დაესწრნენ „ისთერნ ფრომოუშენსის“, „ალტერვიჟენის“, „ბრავო რეკორდსის“, „ბასიანის“, „კულტურის პალატის“, „4GB”–ის, „Anaklia Entertainment Group“–ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი პრომოუტერები.

„ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანი კავლელიშვილმა პრომოუტერებს წარუდგინა თანამშრომლობის 3 სქემა: არენის იჯარით აღების შესაძლებლობა, თანადაფინანსება და არენის ღონისძიებებისთვის არტისტის ჩამოყვანის ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ „ბლექ სი არენამ“ უკვე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა იმ პრომოუტერებისთვის, რომელთაც 2019 წელს, წარმოდგენილი სქემებით, არენაზე კონცერტების ორგანიზების სურვილი ექნებათ. 

პრომოუტერებს წინადადებების წარდგენა 14 დეკემბრის 12:00 საათამდე შეუძლიათ.

სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 10 000–ზე მეტ მაყურებელს იტევს. „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზს აქვს გახმოვანებისა და განათების უახლესი აპარატურა და ლედეკრანები. სასცენო სივრცე და კულისები არტისტისთვის სრული კომფორტის გათვალისწინებითაა მოწყობილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები