ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერშიც შემცირდა 
10 დეკემბერი, 2018, 11:48
FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ნოემბერშიც შემცირდა 

თბილისი (GBC) - FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ნომებრის თვეშიც შემცირდა.

ფასების შემცირება, ერთი მხრივ, გამოწვეულია სასურსათო პროდუქციის მდიდარი მარაგებით, მეორე მხრივ კი, პალმის და მცენარეული ზეთის ფასების მნიშვნელოვანი კლებით.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა, 2016 წლის მაისის თვის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. შემცირებულმა ინდექსმა, ნოემბრის თვეში საშუალოდ 160.1 ერთეული შეადგინა, რაც ოქტომბრის თვესთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 8.5% ნაკლები.  

ბოლო თორმეტი წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია FAO-ს მცენარეული ზეთის ფასმაც. იგი ოქტომბერის თვესთან შედარებით 5.7%-ითაა შემცირებული. კლების მთავარ მიზეზეს სოიოსა და მზესუმზირის ზეთის მდიდარი მარაგები განაპირობებს.  

შემცირებულია FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსიც, რომელიც ხორბალს, ბურღულეულსა და ბრინჯს მოიცავს. ფასების 1.1%-თ შემცირება, აღნიშნული კულტურების უხვი მარაგითა და ასევე, სიმინდსა და ბრინჯის ახალ მოსავალზე გაზრდილი კონკურენციითაა გამოწვეული.  

უკვე მეექვსე თვეა უწყვეტად იკლებს FAO-ს რძის ფასის ინდექსიც, რომელიც ოქტომბრის თვის მერე 3.3%-თაა დაკლებული. ახალი ზელანდიიდან რძის და რძის პროდუქტების გაზრდილმა მიწოდებამ, ფასები შეამცირა: კარაქზე, ყველზე და რძის ფხვნილზე.

ოდნავაა შემცირებული FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი, რომელშიც ერთადერთი გამონაკლისი საქონლის ხორცის გაზრდილი ფასია.

სასურსათო კალათის პროდუქციის კლებად ტრენდში ერთადერთ გამონაკლისს შაქრის ფასი წარმოადგენს, რომელიც 4.4%-ითაა გაზრდილი ოქტომბრის პერიოდთან შედარებით. შაქრის ფასის ზრდა ბრაზილიიდან პროდუქტის მიწოდების შემცირებით იყო გამოწვეული.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები