ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ნილ ჯანინი კახა კიკნაველიძეზე:  მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში
10 დეკემბერი, 2018, 12:11
ნილ ჯანინი კახა კიკნაველიძეზე:  მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  ბანკის გენერალურ დირექტორს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობას უხდის, - „მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ბანკის განვითარებაში და მის წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში”.

ნილ ჯანინი ამბობს, რომ  სწორედ კახა კიკნაველიძემ შეძლო  BGEO-ს გაყოფის შემდეგ ბანკის მაღალ ფინანსურ მაჩვენებლებზე გაყვანა და დაკრედიტების ზრდა და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისთვის ბიზნესის გავითარების ახალი ეტაპი იწყება.

 „ყველაზე მსხვილ საინვესტიციო კომპანიასთან BGEO-სთან საქართველოს ბანკის წარმატებით დასრულებული გაყოფის შემდეგ კახა კიკნაველიძემ შეძლო, საქართველოს ბანკს მიეღწია მისი ძირითადი მიზნებისათვის. ეს არის მაღალი ფინანსური მაჩვენებლები და დაკრედიტების ზრდა, მნიშვნელოვანი კორპორაციული თუ ნორმატიული ცვლილებების ფონზე. საქართველოს ბანკის სამეთავლყურეო საბჭომ კახა კიკნაველიძესთან ერთობლივი განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სწორედ ახლა არის სწორი დრო, რათა არჩეული იქნას ახალი გენერალური დირექტორი, ბიზნესის ახალ საფეხურზე ასაყვანად. სამომავლოდ ეს ხელს შეუწყობს ბანკის შემდგომ ზრდას და მომგებიანობის შენარჩუნებას“, - განაცხადა ნილ ჯანინმა, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ნილ ჯანინი აღნიშნავს, რომ კახა კიკნაველიძე რჩება გუნდში და შეასრულებს გენერალური დირექტორის მოვალეობას, ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე.

საქართველოს ბანკის ცნობით, კახა კიკნაველიძე 2019 წლის პირველ კვარტალში თავის პოსტს დატოვებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები