| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „როგორც ათი ათასობით ქართულ ოჯახს. ჩემ ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული“ - მამუკა ბახტაძეს დედის მიერ ნასესხებ და მისი ძმის მიერ კერძო იპოთეკარის $70 000 -ის გასტუმრებაზე სატელევიზიო სიუჟეტის კომენტირება მოუწია.
პრემიერი ირწმუნება, რომ „ოჯახის ვალი არა შარშან, არამედ 2015 წელს იყო გასტუმრებული“.
ბახტაძე ვარაუდობს, რომ მისი, მისი ოჯახის და მისი გუნდის შესახებ კიდევ ბევრ ფეიკ ნიუსს მოისმენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის და მისი გუნდი მოვალეობას პირნათლად ასრულებს.
„სიუჟეტში ვალდებულების შესრულება წარმოჩენილი იყო როგორც კომპრომატი. მოდელირებულ რეალობაში ფეიკ ნიუსების ავტორები ცდილობენ საინფორმაციო სივრცეში მრავლად გაუშვან. შეიმჩნევა ფასეულობების ტოტალურად აღრევა. თითქოს ვალდებულების შესრულება ცუდია და შეუსრულებლობა კარგი. ჩემი მოლოდინი გამართლდა და კმაყოფილი ვარ. კარგი ინტუიცია მაქვს“, - მამუკა ბახტაძე ოპონენტებისგან ამ კამპანიას ელოდა .
მისი თქმით, სიუჟეტში ცრუ ინფორმაცია გავიდა მისი ქონების, სახლის და მოსაზღვრე მიწის საკუთრების თაობაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss