| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პირადი დილერი ბაზისბანკისგან - ინოვაციური პროდუქტი უკვე საქართველოს საბანკო სისტემაშია.
ბაზისბანკის ცნობით, დისტანციური არხების ახალი ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას დისტანციურად ევაჭროთ ბანკს და მიიღოს მასზე ინდივიდუალურად მორგებული ვალუტის კურსი.
"გამოაგზავნეთ ბაზისბანკში თქვენი შემოთავაზება ინტერნეტბანკის მეშვეობით, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ პირადი დილერის პასუხს და თანხმობის შემთხვევაში მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე", - განმარტავენ ბანკში.
რა არის საჭირო პირადი დილერთან გარიგების განსახორციელებლად?
• იქონიოთ ანგარიშზე ნაშთი;
• აირჩიოთ რომელი ანგარშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას;
• მიუთითეთ სასურველი კურსი;
• გაუგზავნეთ მოთხოვნა პირად დილერს;
• რამდენიმე წამში მიიღეთ თქვენთვის სასურველი კურსი.
ოპერაცია სრულდება ავტომატურად.
მომსახურების მისაღებად, სერვისის გააქტიურება ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში უფასოდ არის შესაძლებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss