ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები ატლანტიკ ჯორჯიას ტექნოლოგიური პროცესების გადაწყვეტაზე იმუშავებენ
11 დეკემბერი, 2018, 17:15
აგრარული უნივერსიტეტის  სტუდენტები  ატლანტიკ ჯორჯიას  ტექნოლოგიური პროცესების  გადაწყვეტაზე იმუშავებენ
 

თბილისი (GBC) - ატლანტიკ ჯორჯია  უცხოელი სპეციალისტები ადგილობრივი კადრებით ჩანაცვლებას გეგმავს. 

ფრანგულმა კომპანიამ  ქუთაისის ქარხანაში, სადაც  თანამედროვე სისტემის წყლის გამაცხელებლები იწარმოება,   აგრარული უნივერსიტეტის საინჟირო ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.

კომპანიას ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების ინჟინრებსა  და  პერსპექტიულ  სტუდენტებთან თანამშრომლობა აინტერესებს. 

ქარხანაში სტუდენტები გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს. კომპანიის დირექტორმა სტუდენტებს გააცნო ქარხნის პრობლემები ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაციასთან დაკავშირებით.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული პრობლემების გადაწყვეტაზე სტუდენტები იმუშავებენ საკურსო პროექტების ფარგლებში.

მუშაობა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. სამუშაოებთან დაკავშირებულ ფინანსურ და მატერიალურ ხარჯებს გაიღებს კომპანია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები