| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში ირანელ ინვესტორთა გამოწვევებზე 14 დეკემბერს, 11:00 საათზე სასტუმრო „ბილთმორში“ იმსჯელებენ.
ბიზნეს-კონფერენცია ორგანიზაციის - „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ ორგანიზებით იმართება.
ორგანიზატორთა ცნობით, კონფერენციის ძირითადი მიზნებია: სამუშაო ადგილების შექმნა, მომავალი ინვესტორებისთვის წინადადებების შეთავაზება და მათი მოზიდვა საქართველოში, ტურიზმის განვითარება, ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და შესაბამისად, მეტი მოქალაქის დასაქმება;
ღონისძიებას ირანელი და ქართველი ბიზნესმენები, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკისა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მოწვეულ სტუმრებს შორისაა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალები-ფარი.
ცნობისთვის: ააიპ „ირანელ ინვესტორთა კავშირი საქართველოში“ მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეიქმნა. ორგანიზაციის მიზნებია: ქართველ და ირანელ ბიზნესმენთა ურთიერთობის ხელშეწყობა; ირანელი ბიზნესმენებისათვის საქართველოში ინტეგრაციის და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; საქართველოში ინვესტორების მოზიდვა; ინვესტორებისა და ბიზნესმენების უფლებების დაცვა და ა.შ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss