ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ივანე მაჭავარიანი: 144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს 50-ლარიან დახმარებას
12 დეკემბერი, 2018, 17:43
ივანე მაჭავარიანი: 144 ათასზე მეტი ბავშვი 2019 წელს მიიღებს 50-ლარიან დახმარებას

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბავშვებში სიღარიბის დონის შემცირების მიზნით მომავალი წლიდან იწყება ახალი პროგრამა,  რომელიც გულისხმობს 100 ათას სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახებისთვის თითოეულ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარების გაცემას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, გაორმაგდება  დღეს არსებული 10-ლარიანი დახმარება და ოჯახებს დამატებით გამოეყოფათ 30-ლარიანი ვაუჩერი, რომლის გამოყენებას ისინი შეძლებენ საკვები პროდუქტების შესაძენად.

„აღნიშნულ დახმარებას მიიღებს 144 ათასზე მეტი ბავშვი და ჯამში, ამ მიმართულებით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 70.0 მლნ ლარამდე. აღნიშნული პროგრამის დაწყება მათ შორის ეხმიანება მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინდექსის“ კვლევის ერთ-ერთ კომპონენტს, რომელიც ეხება 5-წლამდე ბავშვების განვითარების მაჩვენებელს“, -  განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები