| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენი ძალიან ამბიციური, მაგრამ მიღწევადი ამოცანა გახლავთ ის, რომ 2023 წელს საქართველომ მიიღოს საინვესტიციო რეიტინგი, - პრემიერმა მთავრობის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის მთავარ ორიენტირზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს გაუმჯობესებაზე აღნიშნა, თქვა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანა ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის TOP-5 -ში შევიდეს.
„ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის მთავარი ხედვა არის ის, რომ საქართველომ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი და ეს როლი ყოველთვის გახლდათ ის, რომ საქართველო იყო რეგიონის ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ამისთვის გვჭირდება მაქსიმალურად წარმატებულნი ვიყოთ საერთაშორისო რეიტინგებში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საინვესტიციო რეიტინგის მოპოვება არის მთავარი წინაპირობა, საქართველო დადგეს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვის გზაზე.
შეგახსენებთ, დღეისათვის საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-“ დონეზეა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss