ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
კარიბჭე ევროკავშირში: რას გვთავაზობს  Startup Visa პროგრამა?
20 დეკემბერი, 2018, 14:10
კარიბჭე ევროკავშირში: რას გვთავაზობს  Startup Visa პროგრამა?

თბილისი (GBC) –  ინოვაციური ბიზნესის დამწყებთათვის  განკუთვნილი პროგრამა  Startup Visa დაინტერესების ზრდაზე აცხადებს.  

ლიეტუვაში მოქმედი  Startup Visa 2017 წლიდან არის ბაზარზე. ის საშუალებას იძლევა  გამარტივდეს მიგრაციული პროცესი და ლიეტუვაში მოხერხებულ პირობებში  განვითარდეს ბიზნესი.

კომპანიის წარმომადგენეთა განმარტებით, მკვეთრად გაზრდილია  პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა, რაც ამჟამად 143 უცხოურ კომპანიას შეადგენს.

„უკვე მეორე წელია, რაც პროგრამის კოორდინაციით ვაკვირდებით, რომ გაზრდილია უცხო  ქვეყნების დაინტერესება დანერგონ და განავითარონ საკუთარი ბიზნეს იდეები ჩვენს ქვეყანაში. საერთო ჯამში პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მიღებული გვაქვს უცხო ქვეყნებიდან 269 განაცხადი. ლიეტუვაში არსებული ეკოსისტემა განსაკუთრებით მიმზიდველია იმ დამწყებთათვის, რომლებიც წარმოადგენილნი არიან ბელორუსიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. რადგან გარკვეული პოლიტიკური, სამართელბლივი თუ საგადასახადო სისტემებში არსებული შეზღუდვების გამო, შეუძლებელს ხდის ხსენებულ ქვეყნებში განცხორციელდეს ბიზნესს იდეების სათანადო განვითარება“- აცხადებს რობერტა რუდოკიენე, „ვერსლის ლიეტუვა“-ს დამწყებთა ეკოსისტემის განვითარების განყოფილების „სტარტაპ ლიეტუვა“-ს ხელმძღვანელი.

რა არის საჭირო, რათა გავხდეთ „Startup Visa“ პროგრამის წევრი?  უპირველეს ყოვლისა - აუცილებელია გავიაროთ სპეციალური შერჩევითი პროცედურა, რომელიც შედგება 5 ეტაპისგან.

„მხოლოდ განცხადების შევსება არ კმარა. მთლიან პროცედურას ჩვენ დავარქვით 5 ნაბიჯის პროცესი: პირველ რიგში, უცხოეულმა დამწყებმა უნდა მოგვაწოდოს ინფორმირებული განცხადება, რომელშიც დაწვრილებითაა ასახული ყველა ის დეტალი, რომელიც თავისი ინოვაციური ბიზნესისის განვითარებისთვისაა საჭირო, ან მხოლოდ იდეის დონეზე. მას შემდეგ, „Startup Visa“ პროგრამის კოორდინატორთა ჯგუფი მსურველთან ახორციელებს ვირტუალურ მოლაპარაკებას, რომლის დროსაც ხდება ლიეტუვაში მომავალი ბიზნეს დამწყების პოტენციალის შეფასება. ისინი, რომლებლებიც გადალახავენ პირველ ორ ეტაპს, ფასდებიან სპეციალური ექსპერტებისგან შემდგარი კომისიის მიერ. კომისია შედგება „Startup Lithuania“, მეცნიერული ტექნოლოგიების და ინოვაციების აგენტურისგან (MITA), ასევე რისკის კაპიტალისა და დამაჩქარებელი ფონდების სპეციალისტებისგან.  კომისიის მხრიდან ბიზნესს იდეის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უცხოელ დამწყებს ეძლევა საშუალება შემდგომ მიმართოს მიგრაციის დეპარტამენტს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მიგრაციისთვის ყველა საჭრო დოკუმენტის მომზადება, მოქალაქეს ეძლევა უფლება ჩამოვიდეს ლიეტუვაში და დაიწყოს ბიზნესს იდეის განვითარება.“ - განმარტავს რუდოკიენე.

 პროგრამასთან დაკავშრებული დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ: www.startuplithuania.com

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები