| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სს „ნენსკრა ჰიდრო“ ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიას არჩევს. არსებული გათვლით, შერჩევა 2019 წლის I კვარტალში დასრულდება, რის შემდეგაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები განახლდება.
ახალმა კომპანიამ წინა კონტრაქტორი უნდა ჩაანაცვლოს, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.
„ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია Salini Impregilo გავიდა, რომელსაც ქართულ კონტრაქტორ კონსორციუმ GCC-სთან ერთად უნდა აეშენებინა ჰესი.
ახალი კონტრაქტორის შერჩევამდე კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში სტიქიით დაზიანებული გზის აღდგენა.
სამუშაოების მომდევნო ეტაპი მდინარე ნენსკრაზე 3 ხიდის მშენებლობა იქნება.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ.
ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. ჰესი აშენების შემდეგ, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss