| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) დნმ ექსპერტიზას დანერგავს.
ახალი ლაბორატორიის მოსაწყობად შსს -მ 3.5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა უკვე ითხოვა.
ლაბორატორია 2019 წლის პირველ ნახევარში გაეშვება, რომელიც ევროპის და ამერიკის გენეტიკური სასამართლო ექსპერტიზის წამყვანი ინსტიტუციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, აღჭურვილი იქნება STR ტიპის სტაციონარული ლაბორატორიული სისტემებით.
„ქართული საგამოძიებო უწყებების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს ისეთი დნმ ლაბორატორიის ხელმისაწვდომობა, რომელიც ორიენტირებული იქნება დანაშაულის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ბიოლოგიური ნიმუშების დროული და მაღალი ხარისხის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნების მომზადებაზე, ასევე ეფექტური მონაცემთა ბაზის ფორმირებასა და ოპერირებაზე”, - ნათქვამია მომზადებულ დოკუმენტებში.
სპეციალური ლაბორატორიული სისტემების, დამხმარე საშუალებების, სახარჯი მასალისა და თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის ივნისის თვისა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss