| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ლისი დეველოპმენტმა“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“) 12 მლნ აშშ დოლარის 3-წლიანი ობლიგაციების ემისიაზე (განაკვეთი -8%) განაცხადა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა.
ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.
ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა, ასევე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა.
ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.
ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
„"ლისი დეველოპმენტი“ გახდა პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესების და გამჭირვალობის გაზრდის კუთხით. ასევე, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ფასიანი ქაღალდები არიან არარეზიდენტი პირები, რაც დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის პროექტები აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, FMO-ს მიერ. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის,“ - აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა.
„აღნიშნული ტრანზაქცია ყველაზე მსხვილი გარიგებაა კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „ლისი დეველოპმენტთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით,“ - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.
ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) მოზიდული სახსრების ნაწილით დაფინანსდება პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში; 2) ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰა ინფრასტრუქტურულ განვითარებას და ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’-ს ვილების მე-2 უბნის შემდგომ განაშენიანებას.
„ლისი დეველოპმენტი“ არის უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰა მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss