ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„ცხელი წელი“  -  რითი დაგვამახსოვრდება 2018
31 დეკემბერი, 2018, 11:42
„ცხელი წელი“  -  რითი დაგვამახსოვრდება 2018

თბილისი (GBC) - 2018 საქართველოსთვის ძალიან „ცხელი წელი“ გამოდგა, პოლიტიკური ბატალიებით და პროტესტით დახუნძლული. 

პოლიტიკურ ამბებს ჩვენ არ შევაფასებთ, მხოლოდ იმ მოვლენებს გადავხედოთ, რამაც ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა.

პირველი და მთავარი, შეიძლება ითქვას, ეკონომიკაზე „კვირიკაშვილის ეფექტის“ დასრულება იყო. შუა წელში გიორგი კვირიკაშვილმა  პოსტი, წინა პრემიერების მსგავსად, მოულოდნელად დატოვა. წასვლისას თქვა, რომ  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობა ჰქონდა. მის გადადგომას წელს არაერთ აქციაზე ითხოვდნენ, კულუარებშიც აქტიურად განიხილავდნენ, თუმცა თავად კვირიკაშვილი   ირწმუნებოდა, რომ  გადადგომის ტაიმერი რამდენიმე წელი არ დარეკავდა.  თუმცა, მაინც დარეკა და მოულოდნელადაც.

ამ „უჩვეულო წასვლას“  წინ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში „მეორედ მოსვლა“ უსწრებდა, წლის ბოლოსკენ უფრო ნათლად გამოიკვეთა ამ მოსვლის მიზეზები, გაცხადდა, რომ ოცნებით გაერთიანებული გუნდი თითქმის დაშლილი ყოფილა.

კვირიკაშვილი მაინც სიღარიბის ზრდას გადაჰყვა, მას ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნეს, ის რეფორმები, რასაც ბიზნესი დღემდე ცალსახად პოზიტიურ ფაქტორებად ასახელებს.

წლის შუა პერიოდიდან ეკონომიკის ზრდა შენელდა - „კვირიკაშვილის ეფექტის“ გამოცლის, თურქეთის კრიზისის და ახალი სამშენებლო და საბანკო რეგულაციების ფონზე. მაისის 7.5%-იანი ზრდის შემდეგ, ივნისში ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით, ივლისში  4.6% -ით, აგვისტოში კი, მხოლოდ 2% -ით გაიზარდა.

ეკონომიკის ზრდა ასევე ჩააგდო საპრეზიდენტო არჩევნებმაც. თუ შედარებით მშვიდი პირველი ტურის შემდეგ მშპ-ს ზრდა 5.7% აღწევდა, მეორე ტურის დროს აქტივობა მინიმუმდე 2.2%-მდე შემცირდა. ბოლოჯერ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა  უფრო  წესების გარეშე ბრძოლას დაემსგავსა და ისტორიაში ალბათ  ყველაზე „ბინძურ მეთოდებით ბრძოლის“ ტიტულით შევა. ისტორიული იყო ეს არჩევნები იმითაც, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

წლევანდელი წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რეგულაციების  წელი - აიკრძალა  სიგარეტის მოწევა  კაფე-ბარებსა და დაწესებულებებში. რეგულაციები ამოქმედდა სამშენებელო სექტორში, რამაც აქ ზრდა მკვეთრად შეანელა.  ჭარბვალიანობასთან ბრძოლის  და სამართლიანი თამაშის წესების შემოტანის ეგიდით გამკაცრდა  საფინანსო სექტორის რეგულაციები, შემოვიდა სესხის ასაღებად შემოსავლების დადასტურების აუცილებლობა, განახევრდა  სესხის ეფექტური განაკვეთის ზედა ზღვარი (50%), შემუშავდა ფიზიკური პირების დაკრედიტების და ფინანსების მობილიზების  მკაცრი წესები. შეიზღუდა ონლაინ- სესხები.

წლის მოვლენებს შორისა პრემიერად დაწინაურებული მამუკა  ბახტაძის ინიციატივები: ზედმეტად გადახდილი  დღგ-ს გამარტივებული დაბრუნება,  მცირე ბიზნესის სტატუსი ცვლილება და ბრუნვის ზედა ზღვარის 500 ათას ლარამდე გაზრდა. ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადის 5%-დან 1%-მდე შემცირება. გამარტივებული საგადასახადო ადმინისტრირება, რომელიც 2019 წლიდან ამოქმედება და ასევე ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც ასევე 2019 წლიდან შევა ძალაში.

გვერდს ვერ ავუვლით ვალების ჩამოწერის უპრეცედენტო აქცია, რომელიც ასევე განსხვავებულად შეფასდა - ამომრჩეველთა მოსყიდვა, დიდი მორალური რისკი და სხვ. ჯამში,  ფონდმა ქართუმ საფინანსო ორგანიზაციებისგან სავალო პორტფელების ნაწილი გამოისყიდა. ვალების ჩამოწერა 600 000-ზე მეტ ადამიანს შეეხო, რომელთა ვალი, ჯარიმებისა და საურავების გათვალისწინებით, 4 მილიარდამდე ლარს აღწევს.

ამ პროცესს თავისი დადებითი მხარეც აქვს. ამ მსესხებლების დიდი ნაწილი შემოსავლებს არ აჩვენებდა, რაც 2019 წლიდან უნდა შეიცვალოს.  ასევე ამ პირთა დიდი ნაწილი საფინანსო ორგანიზაციებისთვის პოტენციური კლიენტია, რომლებსაც შესაბამის პროდუქტებს შესთავაზებს.

წლის მოვლენებს შორისაა საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის დაწყება, ასევე 1 მაისიდან EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სრულად ამოქმედება.

წლის მოვლენებს შორისა ტყიბულის ტრაგედია და შახტების დახურვა, სადაც ამ დრომდე კვლევა მიმდინარეობს. 

ეს წელი ბიზნესგარიგებებითაც იყო დახუნძლული:  Silknet-მა 153 მილიონად GeoCell-ი იყიდა, BGEO საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაიყო და ახლა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფი 3 კომპანიად არის წარმოდგენილი.  თიბისი ბანკმა  აზერბაიჯანული ბანკის წილი შეიძინა და ამ ქვეყანაში პოზიციების გამუარებას იწყებს.  საქართველოს კაპიტალი “ქინძმარაულის მარნის” 100%-ის მფლობელი გახდა  “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” ყაზახი ინვესტორები გავიდნენ. ახალი  მფლობელი “სი ბი ეს ჯგუფი” გახდა. ყაზახებმა  და Rixos –მა დატოვეს სასტუმრო „ბორჯომი- ლიკანიც“, რომლის მართვას მალე სავარაუდოდ „მერიოტი“ დაიწყებს.  საქართველოს ბაზარი დატოვა კრიზისში მყოფმა აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა”.  IC Group-ის მფლობელი Euroins Group გახდა. თიბისიმ იყიდა swoop.ge  და allproperty.ge.  

წელი გაგვახსენდება იმითაც, რომ ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს დავა შეიძლება ითქვას მოუგეს და 55 მილიონის ნაცვლად ბიუჯეტში მხოლოდ 3 მლნ გადაიხადეს. დაიწყო ანაკლიის პორტისთვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები, რომლის ფარგლებში ზღვიდან 5 მლნ კუბ. მეტრი ქვიშის ამოღება მოხდა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები