ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი - კობახიძე პოსტის შესაძლო დატოვებაზე
31 დეკემბერი, 2018, 15:30
გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი - კობახიძე პოსტის შესაძლო დატოვებაზე

 

თბილისი (GBC) - „ესეც კავშირშია გუნდის წინააღმდეგ წასვლასთან. ჩვენ ვიცით რა კავშირებით ვრცელდება ასეთი ინფორმაციები”,- ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნოს.

მისი თქმით, ანალოგიური ინფორმაცია გავრცელდა ერთი წლის წინაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს გუნდის დაზიანებისკენ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯია.

„ზუსტად, ანალოგიური ინფორმაციები ვრცელდებოდა ხოლმე ზუსტად ერთი წლის წინაც. ანუ, გარკვეული კავშირების საფუძველზე ვრცელდება შეგნებულად ეს ინფორმაციები. ესეც არის, რა თქმა უნდა, გუნდის დაზიანებისკენ გადადგმული შეგნებული ნაბიჯი. ეს საკითხებიც უნდა გაირჩეს გუნდის შიგნით. ვინც არღვევს წესებს, ბუნებრივია, მას უნდა გაეცეს პასუხი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები