ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
როგორ აპირებს მთავრობა ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვას
4 იანვარი, 2019, 12:41
როგორ აპირებს მთავრობა ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვას

თბილისი (GBC) - საქმიანი და სამედიცინო  ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა გახდეს.

პრემიერის თქმით, ტურიზმის ამ დარგების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რესურსი გააჩნია.

„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით,   საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო და გამაჯანსაღებელი  ტურიზმის მიმართულებით.

„საინტერესოა, რომ საქართველოში გვაქვს 180-ზე მეტი ადგილი, რომლის ათვისება და განვითარება დამატებით ტურისტულ ნაკადს შესძენს ჩვენს ქვეყანას.  ასევე, დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ინერგება ქვეყანაში“, - აღნიშნა ბახტაძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები