ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართული სამხედრო პროდუქცია NATO-ს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქვეყანამ შეიძინა
14 იანვარი, 2019, 16:11
ქართული სამხედრო პროდუქცია NATO-ს  ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ქვეყანამ შეიძინა

თბილისი (GBC) - "დელტას” წარმოებული  სამხედრო პროდუქცია ნატოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ქვეყანამ შეიძინა, - წერს გაზეთი  "კვირის პალიტრა". 

გამოცემის ცნობით, გარიგება 2018 წელს შედგა. საუბარია 120 მმ-იანი ბუქსირებადი ნაღმსატყორცნებზე. 

"ნატოს წევრ ქვეყანას, რომელმაც “დელტასგან” რამდენიმე ათეული 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი შეიძინა (გაყიდული ნაღმსატყორცნების რაოდენობას, ფასსა და მყიდველ ქვეყანას ჯერჯერობით ისევ არ გავამხელთ), ისეთი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი აქვს, ნაღმსატყორცნებს კი არა, კოსმოსურ ხომალდებს ამზადებს, მაგრამ ქართული წარმოების იარაღის ამ სახეობამ მაინც დააინტერესა", - წერს "კვირის პალიტრა" და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ამ  ნაღმსატყორცნებით არის შესაძლებელი როგორც  "საბჭოთა" წარმოების ნაღმების, ასევე ამერიკული ნაღმების გატყორცნა. 

ეს გარემოება 120 მმ-იან ნაღმსატყორცნს თითქმის უნივერსალურ იარაღად აქცევს, რაც მის ერთ-ერთ მწარმოებელ ქართულ “დელტას” საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის კარგ შანსს აძლევს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები