| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რამაც უკვე თვალსაჩინო შედეგები მოგვცა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტი Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს და დასტურად ოფიციალურ სტატისტიკას იხმობს.
კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სებ - ის წამახალისებელმა მონეტარულმა პოლიტიკამ, საგადასახადო შეღავათებმა და ბიზნესის მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ძიებამ, კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი კაპიტალის ბაზრის მიმართ.
სებ-ის ცნობით, ადგილობრივ ბაზარზე საჯარო შეთავაზებით გამოშვებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდები, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 104% - ით გაიზარდა.
აქედან, საჯარო შეთავაზებისთვის 204 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ობლიგაციები დამტკიცდა, საიდანაც 94 მილიონი ლარის გამოშვება 2018 წლის 31 დეკემბრამდე განხორციელდა, ხოლო 110 მილიონი 2019 წლის იანვრის თვეში განთავსდება ( იხ. გრაფიკი 1 ).
ჯამურად, ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების ნარჩენმა ღირებულებამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 647 მილიონი ლარი შეადგინა ( 2017: 514 მილიონი ლარი ).
ობლიგაციების პროცენტული წილი კორპორატიულ სესხებთან მიმართებაშიც გაზრდილია და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8% შეადგინა ( 2014: 1%; იხ. გრაფიკი 2 ).
2018 წლის ბოლოს, კორპორატიული ობლიგაციების 55% დენომინირებულია აშშ დოლარში, 38% - ლარში, ხოლო 7% - ევროში.
საგულისხმოა, რომ გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც, რომელმაც 2018 წლის განმავლობაში 458 მილიონი ლარი შეადგინა (2017: 243 მილიონი ლარი).
ჯამურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების ნარჩენი ღირებულება, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 932 მილიონ ლარს გაუტოლდა (2017: 647 მილიონი ლარი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss