ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Bitfury-იმ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მუსიკალური პლატფორმა წარადგინა
16 იანვარი, 2019, 12:23
Bitfury-იმ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მუსიკალური პლატფორმა წარადგინა

თბილისი (GBC) –  Bitfury-იმ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მუსიკალური პლატფორმა წარადგინა.

Bitfury Surround - ასე ეწოდება კომპანია Bitfury -ის ახალ პლატფორმას, რომელიც მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევებს ბლოკჩეინ- ტექნოლოგიის დახმარებით უპასუხებს.

Bitfury Surround -ის უმთავრესი მიზანია შექმნას ღია მუსიკალური პლატფორმა, რომელიც დაცულიიქნება ბლოკჩეინში. Surround  ხელს შეუწყობს როგორც ინდუსტრიაში მომუშავეთა თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გააძლიერებს ახალი აპლიკაციების შემუშავების პროცესს და წაახალისებს ინდუსტრიაში ინოვაციურ მიდგომებს.

Surround -ის პლატფორმა შესაძლებლობას მისცემს მუსიკალურ-გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს მეტად მარტივად განახორციელონ ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია საავტორო უფლებებთან და მის დაცვასთან, ასევე შექმნან გაუმჯობესებული მონიტორინგისა და მართვის სისტემა. ამ მიზნების შესასრულებლად, პლატფორმა შექმნის ციფრულ ეკოსისტემას, სადაც შესაძლებელიიქნება ინტელექტუალური საკუთრების გაზიარება და მონეტიზაცია.

Surround -ის არსებული და სამომავლო აქციონერები, როგორებიც არიან არტისტები, გამომცემლები, ინფორმაციის ტრანზიტორი სერვისისმიმწოდებლები და მომხმარებლები შეძლებენ ამ პრობლემებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით უპასუხონ.

ახალი პლატფორმა ევროპაში, საწყის ეტაპზე ამსტერდამსა და ბერლინში დაფუძნდება. ამასთან ის ხელმისაწვდომი იქნება ლოს -ანჯელესში,ტოკიოში, სეულსა და მოსკოვში.

კომპანიის აღმასრულებელი ოფიცერის თანამდებობას სტეფან შულცი დაიკავებს, რომელსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობის 20- წლიანი გამოცდილება აქვს.

„მუსიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ვალუტაა, სამყაროში, რომელიც ემოციებით იმართება. ამჯერად მუსიკალური ბაზრის ღირებულება ნაკლებია, ვიდრე ეს 1990-იანი წლების დასაწყისში იყო. ბლოკჩეინ ტექნოლოგია კი ინდუსტრიის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - ამბობს შულცი.

მისივე თქმით, ახალი პლატფორმა არა მხოლოდ გაზრდის გამჭვირვალობასინდუსტრიაში, არამედ შეამცირებს ადმინისტრაციულ დანახარჯებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები