| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) -უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია Trammo ბათუმის შემდეგ, ანაკლიის პორტთან თანამშრომლობით დაინტერესდა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტში ნაყარი ტვირთების ტერმინალის ინვესტირებით დაინტერესდა.
მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე Trammo-ს პრეზიდენტმა ედვარდ ვაინერმა განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტი მათთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ისინი პორტთან თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.
თანამშრომლობის პროცესში კომპანია უზრუნველყოფს, როგორც მაღალი ეკოლოგიური სტანდარტების დაცვას, ასევე ეცდება მნიშვნელოვან წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში“, - ნათქვამია კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული კომპანია Trammo ბათუმის პორტის ახალი ტერმინალის ინვესტორი იქნება. კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss