| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -დიდ დიღომში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებისას დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა.
ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის მძიმე მდგომარეობაში, შემთხვევის ადგილიდან "იმედის კლინიკაში" გადაიყვანეს. მას გული ჰქონდა გაჩერებული. ექიმებმა თავდაპირველად, ბავშვის გულის ამუშავება შეძლეს,თუმცა მეორე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ბავშვის 2 და იაშვილის კლინიკაშია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გარდაცვლილთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - 3 ზრდასრული და 1 ბავშვი. დაშავებულია 7 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვია. ერთის დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენების მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
არის თუ არა კორპუსი სამომავლოდ ცხოვრებისთვის უსაფრთხო ამას სპეციალისტები დაადგენენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია მთლიანი კორპუსი, რამდენიმე სართული მთლიანად ნანგრევებშია მოყოლილი.
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss