| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სამწუხაროდ, პოლიციის მიზანია დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფის ხელმძღვანელის ადვოკატმა განაცხადა.
გიორგი ჭანტურია დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილებაში დაკითვაზე რამდენიმე საათი იმყოფებოდა.
მისი ადვოკატი მიიჩნევს, რომ პოლიცია არ მუშაობს რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირის გამოსაკვეთად.
„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება", - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ.
მისი თქმით, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა “ყაზტრანსგაზ თბილისს”.
"მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას", - განაცხადა კობაიძემ, აღნიშნა, რომ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, "გამორიცხული არაფერია“.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss