| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მაგთისა და სილქნეტის მიერ ტარიფების ზრდაში კარტელური გარიგების ნიშნებს ხედავს.
ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მიზანმიმართულად და დაუსაბუთებლად ცდილობენ მომსახურების გაძვირებას და შედეგად მნიშვნელოვნად აზარალებენ მომხმარებელს.
„მაშინ, როდესაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მთელ მსოფლიოში ტარიფები მცირდება, საქართველოში იგი წლებია იზრდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი კონკურენტი კომპანია ერთდროულად აანონსებს მსგავს მომსახურებებზე ტარიფების ზრდას, რაც შეთანხმებული მოქმედების და კარტელური გარიგების შთაბეჭდილებას ტოვებს. მიზეზი, თითქოს ტარიფების ზრდასთან ერთად მომსახურებაც უმჯობესდება აბსურდულია და საზოგადოების მოტყუებას ისახავს მიზნად. ბოლო წლების განმავლობაში მობილურ ოპერატორებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, მათ შორის, 2018 წლიდან მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე აქციზი სრულად გაუქმდა. ხარჯების შემცირების კვალდაკვალ, უნდა შემცირებულიყო ტარიფებიც, თუმცა როგორც ვხედავთ, მაღალი მოგების მიღების მიზნით, კომპანიები დაუსაბუთებლად კიდევ უფრო ზრდიან მას", - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტები.
მათი შეფასებით, ასევე, მიუღებელია საბითუმო ინტერნეტზე და IP ტელევიზიაზე ტარიფების ზრდა, ვინაიდან 2018 წლიდან კომპანია „კავკასუს ონლაინმა“ „მაგთიკომს“ საბითუმო ინტერნეტზე ტარიფი გაუნახევრა, ხოლო „სილქნეტი“ თავად ყიდის საბითუმო ინტერნეტს, შესაბამისად ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული ხარჯები.
"კომპანიების მსგავს, თავაშვებულ ქმედებას, განაპირობებს ის, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ფაქტობრივად ოლიგოპოლიური მდგომარეობაა და „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ მთლიანი ბაზრის, დაახლოებით, 75%–ს აკონტროლებენ. მათ შორის, მობილური ოპერატორების ბაზრის 75%, ინტერნეტბაზრის 78% და IP ტელევიზიის 83%–ი სწორედ აღნიშნულ ორ კომპანიაზე გადანაწილებული“, – აცხადებენ აფბაში.
აფბა მოუწოდებს მარეგულირებელ კომისიას შეაჩეროს კომპანიების აღნიშნული გადაწყვეტილება და ტარიფებზე დააწესოს ზედა ზღვარი, რათა მომავალში, კომპანიების მხრიდან დაუსაბუთებლად კიდევ არ მოხდეს ფასების ზრდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss