ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სესხები ბიზნესსაც შეეზღუდა
ნინო შუბითიძე
23 იანვარი, 2019, 13:34
სესხები ბიზნესსაც შეეზღუდა

თბილისი (GBC) –   ფიზიკური პირების შემდეგ განსაცდელი ბიზნესსაც დაუდგა. სავალუტო სესხი 200 000 ლარამდე 23 იანვრიდან ეზღუდება.

ამას ემატება ლიზინგის რეგულაციაში მოქცევაც. ავტოდილერების  წინასაახალწლო სიხარული  ნაადრევი  აღმოჩნდა- „აღარავინ იცინის, რადგან ბოლო მომცინარი აღარ ჩანს“.

უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ  სალიზინგო კომპანიების  რეგულირებაც  სებ-ს მიანდო.  ჯერ მხოლოდ სავალუტო   შეზღუდვა ამოქმედდება  200 000 ლარამდე და 50%  ზღვრული განაკვეთი, რომელიც  საბანკო და მიკროსაფინანსო სექტორისთვის რახანია მოქმედებს.

საბანკო ასოციაციის  პრეზიდენტი  ალექსანდრე ძნელაძე ახალი რეგულაციების  დარტყმით ეფექტზე აღნიშნავს.  გამონაკლისი  სამი ქვეყნის მაგალითი მოჰყავს. აღმოსავლეთ ევროპის 2-3 ქვეყნის გარდა ვს. არსად არ არის  სამომხმარებლო სესხები (არაუზრუნველყოფილი) რეგულირებული.  თუმცა, ცვლილებების შეტანა ყველგან  დროში იყო გაჭიანურებული. ამასთან, ცენტრალურ ბანკთან ერთად რამდენიმე უწყებაც მონაწილეობდა, მათ შორის უზენაესი სასამართლო, რეგულაციების სამართლიანობის შესაფასებლად.

ტექნიკის მაღაზიები იანვრის სავალალო სტატისტიკაზე აღნიშნავენ, განვადების განახევრებაზე. იანვრიდან  განვადების მსურველი პოტენციური მყიდველიდან სესხი მხოლოდ ნახევარს უმტკიცდება.

ალექსანდრე ძნელაძეს  ეფექტის სრული შეფასებისთვის იანვრის სტატისტიკა  არასაკმარისად მიაჩნია, რადგან სეზონური და მოსწრების ეფექტიც მოქმედებს. რეგულაციების დაანონსებამ პროცესი  დააჩქარა. იანვრის მსესხებელმა კრედიტი ვადამდე, დეკემბერში აიღო.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები