| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება.
თბილისის მერის თქმით, ინვესტორ კომპანიასთან მიღწეულია პრინციპული შეთანხმება ადგილმონაცვლეობაზე, ან მოხდება პროექტის გამოსყიდვა.
მერის ამბობს, რომ ამ ეტაპზე პირველად შეთანხმებაზეა საუბარი, დაზუსტდება დეტალები. თუ გამოსყიდვა გადაწყდება მოხდება პროექტის შეფასება.
"მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.
როგორც ცნობილია, ვაკის პარკში, რესტორანი "ბუდაპეშტის" ადგილას სასტუმროს აშენებაზე უვადო სპეცნებართვა, ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაიცა. ადგილზე 30 მეტრიანი შენობის აშენება იგეგმებოდა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.
დაიწყო რამდენიმეწლიანი სასამართლო დავაც და საბოლოოდ, სასამართლომ ინვესტორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა, მერიამ განაცხადა, ამის მიუხედავად, პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებდა.
თავად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ ის არც ადგილმონაცვლეობითაა დაინტერესებული და არც სასტუმროს პარამეტრების შემცირებაზეა თანახმა. ამბობდა, რომ თბილისის მერია ვალდებულია, მშენებლობის ნებართვა აღუდგინოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss