| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ბიზნესი უზანაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენის პროცესზე შეშფოთებას გამოთქვას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ და საერთაშორისო სავაჭრო პალატამ საქართველოში პარლამენტს ღია წერილით მიმართა.
წერილში ნათქვამია, რომ ასოციაციები უერთდებიან საქართველოს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზრდად სიას და გამოთქვამენ შეშფოთებას კადიდატთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით.
„უზენაესი სასამართლო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ, როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ დამკვირვებელს შორის. ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში და საჭიროებისამებრ- საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის და განისაზღვროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული წესები მათი წარდგენისა და დანიშვნისთვის. ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ მართლმსაჯულების რეფორმას უფრო ფართო სპექტრში.
ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მთავრობასა და პარლამენტთან ნებისმიერი გზით, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss