| USD | 2.625 |
| EUR | 3.0424 |
| GBP | 3.5527 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ჰიბრიდული ავტომობილების წილის გაზრდამ ბუნებრივი გაზის მოხმარება საგრძნობლად შეამცირა.
ავტო გაზგასამართი სადგურების ქსელის Formula Gas-ის დირექტორ ლევან ხელაძის თქმით, ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე გავლენა მოახდინა ბაზარზე თხევადი გაზის წილის ზრდამაც.
GBC -სთან ლევან ხელაძემ ბუნებრივი გაზის სექტორს მიმოიხილა და მოხმარების ტრენდსა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე გადასვლა მსოფლიო ტრენდია და შესაბამისად, საქართველოც ამ ტრენდისკენ მიდის.
„ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ნაწილს მოიხმარდა ტაქსების ავტოპარკი, რომელთა მფლობელების მნიშვნელოვანმა ნაწილმა 2017-2018 წლებში მოახდინეს ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების ჩანაცვლება ჰიბრიდული ავტოტრანსპორტით, რამაც თავის მხრივ ბუნებრივი აირის მოხმარების კლება გამოიწვია არამხოლოდ ფორმულას შემთხვევაში, არამედ მთელ ბაზარზე“, - აცხადებს ლევან ხელაძე და აღნიშნავს, რომ 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი აირის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა.
ხელაძე ავტომობილების ტექდათვალიერებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე ავტომობილები საქართველოში ძირითადად 7-ზე მეტი წლისაა. თუმცა მნიშვნელოვანია ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დაცვა.
„ქვეყანაში საკმაოდ კვალიფიციური ხელოსნები არიან, თუმცა ხშირ შემთხვევაში პრობლემას ავტომობილის მფლობელი ქმნის და არ იცავს ექსპლუატაციის წესებს. ამ წესებს ასევე არღვევენ თავად აგგსს-ებიც, მაგალითად მაშინ, როდესაც ავტომობილის მფლობელი გაზის ბალონის მაღალი წნევით დატუმბვას ითხოვს და ამას ახერხებს კიდეც, იგი მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე მის მგზავრსად; აუცილებელია, რომ ყველა აგგსს-მა იზრუნოს არამარტო იმაზე, რომ გაყიდოს ბუნებრივი გაზის დიდი რაოდენობა, არამედ იმაზეც, რომ მომხმარებელს შესთავაზოს უსაფრთხო, ხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება“, - აღნიშნავს ხელაძე.
მისი თქმით, „ფორმულა გაზი არის კომპანია, რომელმაც პირველმა გაიარა CAI ლიცენზირება, მუდმივად ახორციელებს აგგსს-ების ტექნიკურ მონიტორინგს, უსაფრთხოებისა და სტანდარტების შესაბამისობის თვალსაზრისით. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის უპირატესია საკუთარი თანამშრომელთა და მომხმარებელთა უსაფრთხოება რისთვისაც იგი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა სისტემებში, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზისა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც ხელაძე ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და დადებითი ეკონომიკური თვალსაზრისით, ესაა გაზზე მომუშავე ავტომობილების ინდუსტრიულ დარგში გამოყენება.
„საქართველოში დღეს ინდუსტრიულ დარგში ნაკლებად გამოიყენება ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილები. თუმცა, მსოფლიოში ასეთი ავტომობილები ერთ-ერთ უსაფრთხო ტრანსპორტად ითვლება, არის გაცილებით ეკონომიური და ამასთან ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს ვიდრე დიზელზე ან ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. სწორედ ამიტომ, თუნდაც სამშენებლო კომპანიებისთვის და დარგში მომუშავე სხვა მსხვილი კომპანიებისთვის მისი დადებითი ეკონომიკური ეფექტი უფრო მაღალი იქნება“, - აღნიშნავს ხელაძე და ამ მიმართულებით სასურველ საკანონმდებლო პოლიტიკას უსვამს ხაზს - თუკი დაწესდება საგადასახადო შეღავათები, ეს ფაქტი დარგზეც დადებითად აისახება და ეფექტიც დიდი იქნება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss