ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს
26 იანვარი, 2019, 22:38
 ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს

თბილისი (GBC) - ჰაერში ტყვიის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას არ აჭარბებს,  - აცხადებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ლევან დავითაშვილის თქმით,  გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის სექტემბრიდან დედაქალაქში გააფართოვა ტყვიის მონიტორინგის არეალი. სინჯების აღება ძირითადად საავტომობილო გზის პირას და საბავშვო ბაღებისა და სკოლის ეზოებში ხორციელდებოდა.

თბილისის სხვადასხვა წერტილებში აღებული 60-ზე მეტი სინჯიდან არცერთში არ დაფიქსირდა ზღვრულ მნიშვნელობაზე გადაჭარბება.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არაერთგზის გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს საქართველოს ან თბილისის ატმოსფერული ჰაერის მთავარ პრობლემა ტყვიით დაბინძურებაა არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, დედაქალაქის ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მაჩვენებელი სულ მცირე ბოლო ათი წლის მანძილზე არ აჭარბებს ევროპულ ზღვრულ მნიშვნელობას. მეტიც, ჩატარებული კვლელვების მიხედვით, რომ ტყვიის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ყოველწლიურად კლებულობს და დადგენილ ნორმასთან შედარებით ძალიან მცირეა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგი 2014 წლიდან ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავშიც მიმდინარეობს,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები