| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომუნიკაციების კომისია მობილური ოპერატორების ჩართულობით მობილური გადახდების დანერგვაზე იწყებს მუშაობას.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის "სხვა შემოსავლების" გაჩენა და ასეთია მათ შორის, მობილური გადახდები.
"ევროპა უკვე გადავიდა ამაზე და ვფიქრობთ, საქართველოშიც დავეხმარებით საკომუნიკაციო სფეროს. მობილური გადახდები უნდა დაინერგოს აუცილებლად. ეს არის მცირე მოცულობის ტრანზაქციები. ამას გვავალდებულებს ასოცირების ხელშეკრულებაც, რომ აღიჭურვოს საკომუნიკაციო კომპანიები უფლებით, რომ ისინი ყოველდღიურად არაუმეტეს 50 ევროს და თვის ჭრილში არაუმეტეს 300 ევროს გადახდებს მოემსახურონ, ისეთი ტიპის შესყიდვებზე, როგორიცაა კინოს ბილეთები, მატარებლის ბილეთები და აშ. ეს შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს და ავითარებს ასევე ელექტრონულ და ონლაინ კომერციას " - აღნიშნა კახა ბექაურა "იმედი Live"-ს ეთერში.
რეგულაციის დანერგვას ევროდირექტივა 2021 წლამდე გვავალდებულება.
ბექაური აღნიშნავს, რომ იწყება ეროვნულ ბანკთან მუშაობა და რაც უფრო ადრე დაინიერგება ეს სერვისი, მით უფრო კარგი იქნება საკომუნიკაციო კომპანებისა და ონლაინ კომერციისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss