| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – ჩინეთში, „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა, სადაც ქართველი მეწარმეები პროდუქციის უფასოდ გამოფენას შეძლებენ.
საგამოფენო სივრცის გახსნის ცერემონიალში „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ჩოლოყაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ საქართველოს საექსპორტო და ტურისტული პოტენციალს გაცნობოდნენ.
ფონდის ცნობით, „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკის“ მიზანია ჩინეთში იმპორტირებული პროდუქციის პლატფორმის-თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც იმპორტიორებს სპეციალური ტარიფებით და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
„„საპარტნიორო ფონდის“ შუამდგომლობით, ქართულ კომპანიებს სამი წლის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ გამოიყენონ პროდუქციის საგამოფენო სივრცეები, ასევე, ქართველი მეწარმეები დამატებით, სასაწყობე, ლოგისტიკური, მარკეტინგული და სარეალიზაციო სერვისების შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“, - განაცხადა ნინო ჩოლოყაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა შეხვედრები გამართა ქალაქ ჩაუხუს პარტიის პირველ მდივანთან, ქალაქ ჩაუხუს მერთან, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელებთან და პროვინციის უმსხვილესი სუპერმარკეტის ქსელის დამფუძლებლებთან.
ქართველი მეწარმეებისთვის ჩინეთის ბაზარზე შეღავათიანი პირობებით სარგებლობის თაობაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს „ჩაოხუს იმპორტისა და ექსპორტის ინდუსტრიული პარკში“ გამართულ შეხვედრზე იქნა მიღებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss