ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჰოლოლეი: ტრანსევროპული ქსელის გაფართოება ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს
29 იანვარი, 2019, 13:40
ჰოლოლეი: ტრანსევროპული ქსელის გაფართოება ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს

თბილისი (GBC) -  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავების საწინდარი მობილურობა და ტრანსპორტია, - ეს განცხადება  ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა  დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ  თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე  გააკეთა.

საპატიო სტუმარმა  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აღნიშნა, თქვა, რომ ამგვარი ურთიერთობების საწინდარი ასოცირების ხელშეკრულება და შესაბამისად,  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომლის მიზანი იყო   როგორც პოლიტიკური დაახლოება, ასევე ეკონომიკური ინტეგრაცია.

„ტრანსპორტი და სატრანსპორტო ხაზები ჩვენი ეკონომიკების განვითარების უმთავრესი ფაქტორებია. ამ კავშირის არსებობა არა მხოლოდ ეკონომიკურ საქმიანობას აღრმავებს, არამედ, ასევე, ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩემი აზრით, წინა წელს ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითი, როდესაც ევროპიდან საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოვიდა“, - განაცხადა ჰალოლეიმ.

მისი თქმით, იწყებს  ეკომომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთან დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო გზების განვითარების კუთხით.

“ასეთ დიალოგს ევროკავშირი იმ ქვეყნებთან აწარმოებს, სადაც აშკარაა ორმხრივი სტრატეგიული და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ინტერესი“, - განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს საავიაციო და ტურისტული სექტორების განვითარების ტემპს და მნიშვნელობას, თუმცა, აღნიშნა, რომ რომ სწრაფი ზრდა ასევე ახალ გამოწვევებს წარმოშობს. ამიტომ, აუცილებელია ინფრასტრუქტურის შემდგომი ინვესტირება, რათა შესაძლებელი იყოს მოთხოვნის სათანადოდ დაკმაყოფილება.

„სასიხარულო ამბავია, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, 9 იანვარს, ევროკავშირმა ფორმალურად გააფართოვა ევროკავშირის ტრანსევროპული ქსელი და მის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც მოაქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ახალ გეგმებს უსახავს საქართველოს პრიორიტეტული კავშირების განვითარების თვალსაზრისით როგორც რეგიონის შიგნით, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან. ამით ასევე უზრუნველყოფილია სტაბილურობის განცდა ინვესტორებისათვის. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმ კავშირების დადგენაზე, რომლებიც მომავალში უზრუნველყოფს უკეთეს კავშირს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, - განაცხადა  ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები