ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა
29 იანვარი, 2019, 14:47
პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის შეთანხმება შედგა

თბილისი (GBC) - პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობაზე ინვესტორმა კომპანიამ  და ადგილობრივებმა ეკონომიკის სამინისტროს მედიაციით იმსჯელა. პროცესში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციებიც.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს პროექტი, ასევე ის სოციალური აქტივობები, რასაც ინვესტორი კომპანია პანკისის ხეობაში გეგმავს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმ

"ჩვენი ჩართულობით ხეობის მოსახლეობას და ინვესტორ კომპანიას შორის ძალიან სანიმუშო შეთანხმება შედგა. ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან კარგი მოდელი, რომელსაც შევძლებთ და გავავრცელებთ სხვა მშენებარე მცირე სადგურების შემთხვევებზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შეკითხვები და პრეტენზიები, ხოლო ინვესტორს - პასუხისმგებლობა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, პანკისის ხეობაში დაგეგმილი მცირე ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ელექტროენერგიას, რაც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში, ხოლო პანკისის ხეობა, მისი მოსახლეობა მიიღებს მთელ ჩამონათვალს სარგებლისა, იქნება ეს განახლებული ინფრასტრუქტურა, დასაქმება, ადგილობრივი გადასახადები და სხვა სიკეთეები,  რასაც ეს პროექტი მოიტანს.

რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის შეფასებით, "შეხვედრაზე მაქსიმალურად მოხერხდა როგორც მოსახლეობის, ასევე გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება.  ამასთან, ინვესტორიც უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მას მუშაობა მოუწევს ძალიან კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც მისი მოგებაც იქნება გარანტირებული და ხალხის ინტერესებიც - დაცული," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

როგორც აღინიშნა, ინვესტორი ხეობაში სახელმწიფოსთან ერთად განავითარებს ინფრასტრუქტურას, რაც თავის მხრივ რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს,  მოაწესრიგებს ომალო-დუმასტურის სასმელის წყლის სისტემას, აღადგენს სოფელი დუისის სასმელი წყლის რეზერვუარს, მოაწყობს ბირკიანი - ომალოს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდს, დაასაქმებს არანაკლებ 70 ადგილობრივ მოსახლეს, ყოველწლიურად ხეობაში დაფუძნებულ ფონდში შეიტანს დაახლოებით 120,000 ლარს და სხვ.

აღსანიშნავია, რომ ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. შედეგად, ორივე ჰესი ჯამურად 160 მლნ კვტსთ - ი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს. ამასთან, „ხადორი 3“ მცირე ჰესია და მისი დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია, ხოლო „სამყურისწყალი 2“ - ის დადგმული სიმძლავრეა 27 მგვტ. მათი გავლენა გარემოზე მინიმალურია.

პანკისის ხეობაში „ხადორი 3“ - ის ჰესი 12 თვეში, ხოლო „სამყურისწყალი 2“ -ი 30 თვეში დასრულდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები