| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ ამ ტრაგედიის გამომწვევი გახლდათ CO, ანუ მხუთავი აირი, რომლის წარმოშობის წყარო გახლავთ არასწორად დაყენებული, კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი დანადგარი, რომელიც "ყაზტრანს გაზ თბილისის" მიერ გეგმიური შემოწმების დროს იქნა დალუქული", - განაცხადა ყაზტრანსგაზ თბილისის სპეცმმართველმა, რომელიც თბილისში იმ ბინაში იმყოფებოდა, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.
თამაზაშვილი განმარტავს, რომ "ყაზტრანსგაზს" და ნებისმიერ სხვა გამანაწილებელ კომპანიას აქვს ვალდებულება რომ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს გეგმიური რევიზია/შემოწმება და ნებისმიერი მოწყობილობა , რომელიც არ შეესაბამება ტექნიკურ რეგლამენტებს, ჩახსნას და დალუქოს და ამავდროულად მიუთითოს მოქალაქეს, რომ გამოსწოროს ეს შემთხვევა.
"ვალდებულება აქვს მოქალაქეს, რომ მოვიდეს კომპანიაში და შედგეს ახალი ტექნიკური პროექტი. აღნიშულ ბინაში იყო სამი დანადგარი, გაზქურა, გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი. ასეთ შემთხვევაში კომპანია ჭრის და ლუქავს კონკრეტულ დანადგარს. ვთანხმდებით, რომ საკანონმდებლო ბაზა ამ თვალსაზრისით არის გამოსასწორებელი. გვქონდა შეხვედრა მერიაში, ეკონომიკის სამინისტროში და მარეგულირებელ კომისიაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შიდა გაზგაყვანილობაზე და მის მომსახურებაზე, უშუალოდ დანადგარებზე პასუხისმგებელია მოქალაქე, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობს", - ამბობს თამაზაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |



















Facebook
Twitter
Rss